მთავარი გვერდი
2008 წლის 17 აპრილს ქუთაისის განათლება PDF ბეჭდვა ელფოსტა
2008 წლის 17 აპრილს ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ახალგაზრდულ ბიბლიოთეკაში გაიმართა დისკუსია თემაზე: “ქართული ტელევიზია და სერიალები”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცენტრის ათმა ბენეფიციარმა და განმანათლებლებმა. ტელევიზიის თემაზე გამართულ დისკუსიას უძღვებოდა ბიბლიოთეკის მენეჯერი თეონა ჭულუხაძე, რომელმაც წინასწარ შეიმუშავა ტელევიზიასთან და სერიალებთან დაკავშირებით სადისკუსიო შეკითხვები.

 

სადისკუსიო თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეთა შორის. გაჩნდა უამრავი შეკითხვა არსებული პრობლემის ირგვლივ, რომლებსაც გაეცათ საინტერესო პასუხები. დისკუსიაზე ისაუბრეს სერიალების მავნებლობაზე მოზარდის გონებრივი განვითარებისათვის და მისი წიგნით ჩანაცვლებაზე, ბავშვების მხრიდან გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები პრობლემის მოგვარების შესახებ.
ბოლო განახლება ( Wednesday, 23 April 2008 )